ავტორი:

"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე

"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე

რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარშით 2 არასრულწლოვანი დაიწვა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, კატასტროფის ბრიგადამ 12 და 15 წლის დები ზუგდიდიდან დღეს, გამთენიისას ჩამოიყვანა.

"ერთს სხეულის 20%, ხოლო მეორეს 40% აქვს დამწვარი. საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ექიმი.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით დაწვის სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი რუჯის მიღებასთან კავშირში არ იყო.

"დასანანია, რომ ისევ გვიწევს ამაზე საუბარი, არ გვეგონა, თუ წელს საერთოდ დაიწვებოდა ვინმე ლეღვის ნახარშით. იმდენს ვსაუბრობთ ამაზე. მეორე შემთხვევა გვქონდა ასეთი: 70 წლის კაცისთვის მეზობელს ურჩევია, სახსრებისთვის არის კარგიო. როგორც იცით, ლეღვის ნახარშით რომ დამწვრობა მიიღოს ადამიანმა, არ არის აუცილებელი მზეზე იყოს. ის ისედაც წვავს კანს. მანაც სერიოზული დამწვრობა მიიღო", - გვითხრა ქაშიბაძემ.