ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ყველა დაგეგმილ მასშტაბურ შეხვედრას აუქმებს - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი ყველა დაგეგმილ მასშტაბურ შეხვედრას აუქმებს - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.