ავტორი:

ახალი კვლევები დიდგორის ბრძოლის შესახებ - 900 წელი დიდგორიდან

ახალი კვლევები დიდგორის ბრძოლის შესახებ - 900 წელი დიდგორიდან

900 წელი დიდგორიდან - 9 აგვისტოს „კვირის პალიტრის" ნომერთან ერთად, „პალიტრა L“ მკითხველს საშუალებას აძლევს შეიძინოს ისტორიკოს ჯაბა სამუშიას წიგნი „დიდგორის ბრძოლა, ძლევაი საკვირველი". წიგნი დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა. მასში ავტორი ამ ბრძოლის შესახებ საინტერესო მიგნებებსა და ვერსიებს გვთავაზობს და ქართველი ერისთვის მნიშვნელოვან ამ გამარჯვების დეტალებზე, მნიშვნელობასა და სამხედრო სტრატეგიაზე გვესაუბრება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა.სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ წიგნს,რომელიც სრულიად ახალი რაკურსით დაგანახებთ დიდგორის ბრძოლას.

წიგნს საჩუქრად მოყვება ვაუჩერი, რომლითაც შეძლებთ შეიძინოთ ქართული მონეტების ოქროს კოლექცია. 150 ლარის ნაცვლად 75 ლარად.

”ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ განსაკუთრებული გამოცემაასაქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანე. ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგითხრობენ. ალბომის ტიპის წიგნის საშუალებით თქვენ უნიკალური კოლექციის მფლობელი იქნებით.

* ვაუჩერის განაღდებას შეძლებთ 31 აგვისტოს ჩათვლით ”ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ჯაბა სამუშია ავტორი, ისტორიკოსი: 900 წელი გავიდა დიდგორის ბრძოლიდან. წარმოიდგინეთ რამდენმა თაობამ განვლო და დღესაც ახსოვთ ადამიანებს დიდგორის ბრძოლა. იმიტომ რომ დიდგორმა შექმნა მთელი ეპოქა - „ოქროს ხანა“, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის თუ თავად დიდგორის გამარჯვება როგორ შეიქმნა. მოკლედ ამაზეც არის საუბარი წიგნში - შრომით, ბრძოლით და რწმენით. ეს წიგნი ფაქტობრივად მომავალი თაობისთვის დაეწერა. მე ვთვლი რომ ყველა თაობას თავისი დიდგორი აქვს მოსაგები.

წიგნი 9 აგვისტოს გამოვა გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად 12 ლარი. 12 აგვისტოს დიდგორობაა. "პალიტრა L" ამით თავის წვლილს შეიტანს დიდგორობის 900 წლისთავის აღნიშვნაში.