ავტორი:

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან - რა ინფორმაციას ავრცელებს კულტურის პალატა

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან - რა ინფორმაციას ავრცელებს კულტურის პალატა

ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კულტურის პალატა განმარტავს, თუ რატომ არ გაუხსნიან ვარსკვლავს ოლიმპიურ ჩემპიონს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს. როგორც "ფეისბუქზე' გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტალახაძეს საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი, რომელიც სპორტსმენს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუხსნეს.

"დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები.

სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ.

(კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს)," - ნათქვამია კულტურის პალატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.