"ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე ოფიციალურად წარადგინა. ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, ნინო ლაცაბიძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს.
"ქართულმა ოცნებამ“ დღეს ასევე რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. რუსთავის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:
მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა. ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი.
"დარწმუნებული ვარ, სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს“, - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ.