მიმდინარე წლის 12 თებერვალს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანია „გენი“ ხანძრმა სერიოზულად დააზარალა.
კომპანიის კუთვნილ საწყობში ხანძარი წლის დასაწყისში ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო გაჩნდა და დასაწყობებული მარაგები მთლიანად გაანადგურა. საწყობში კომპანიის კუთვნილი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების სრული სპექტრი: ელექტროხელსაწყოები, სამშენებლო ინსტრუმენტები, ელექტროსისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის მოწყობისთვის საჭირო მასალები ინახებოდა.
კომპანია „გენს“ სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ ქონების დაზღვევის პოლისი ჰქონდა შეძენილი. ანაზღაურებული თანხა მოიცავს მარაგებს, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ ელემენტებს, მოპირკეთებისა და ინვენტარის ხარჯებს.
„ალდაგმა“ სამშენებლო მასალების კომპანია „გენს“ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა.
„AMBEBI.GE“ კომპანია „გენის“ დირქტორს ნოდარ თავდგრიძეს ესაუბრა:
_ ხანძარმა ჩვენი სასაწყობე მეურნეობის უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. საკმაოდ დიდი მატერიალური ზარალი მივიღეთ, რამაც ბაზარზე ჩვენი ოპერირების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვინაიდან სადაზღვეო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული ვიყავით, კომპანია გვერდით დაგვიდგა, დიდი ყურადღება გამოიჩინა და მატერიალურად დაგვეხმარა, აგვინაზრაურა სადაზრვევო თანხა. ამან საშუალება მოგვცა, ბაზარზე საქმიანობა გაგვეგრძელებინა.
მოგეხსენებათ, დღეს თითქმის ყველა სფეროში მაღალი კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ფუნქციონირება ისევ შევძელით. ჩვენს ბოლომდე რეაბილიტაციას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, მაგრამ რაც მთავრია, ანაზრაურება უკვე სახეზეა და წინ ცოტა სწრაფი ტემპით წავიწიეთ.
ბატონი ნოდარის თქმით, მათი ბიზნესი შპს „გენის“ სახელით 8 წელია არსებობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესში ისინი ათეული წლებია, ჩართულები არიან.
„ძირითადად სამშენებლო მასალების იმპორტს და რეალიზაციას ვახორციელებთ. სამშენებლო იმპორტირებული მასალები შემოგვაქვს თურქეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან და მის საცალო და საბითუმო დისტრიბუციას ვეწევით,“ - აღნიშნავს ნოდარ თავდგირიძე, რომლის კომპანიისთვისაც ეს წელი, როგოც აღვნიშნეთ, ძალიან რთულად დაიწყო.
_ 12 თებერვლის საღამოს 6 საათი არ იქნებოდა, სამსახურში დაახლოებით 10 თანამშრომელი ვიყავით. დავინახეთ, საწყობიდან კვამლი როგორ გამოდიოდა. იქ შესვლა რომ ვცადეთ და კარი გავაღეთ, ცეცხლი ჟანგბადის ნაკადზე გაძლიერდა და მეტი საფრთხე შეიქმნა. ჩენი ძალებით მაინც ვცდილობდით ჩაგვექრო, პარალალურად დრო არ დაგვიკარგავს და 112-შიც დავრეკეთ. სახანძრო ოპერატიულად მოვიდა, მაგრამ ცეცხლი ირგვლივ ყველაფერს სწარაფად მოედო, რასაც ხელი შეუწყო საწყობში არსებულმა აალებადმა პროდუქტებმა. საღებავების ქილები თანდათან სკდებოდა. მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლა საათების მანძილზე უწევდათ. მოკლედ, დახურული საწყობის დიდი ნაწილი დაიწვა.
_ ემოციურად რას განიცდიდით იმ პერიოდში?
_ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის საღებავებს ხანძარი გაუჩნდა. მისი მეპატრონე და ფირმის ბუღალტერი დაიწვნენ, რომლებმაც გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრეს.
სანამ სახანძრო მოვიდოდა, ჩვენი ბიჭები შეუპოვრად, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ცეცხლი ჩაექროთ, თუმცა ძალიან მეშინოდა, თან, სულ ის ამბავი მახსენდებოდა... მერე ბიჭებს ვუთხარი, - ჩვენ ამას ვერ მოვერევით და დაანებეთ თავი-თქო. არსებობდა რისკი, ადამიანებს დაზიანება მიეღოთ, რადგანაც, როგორც გითხარით, ნელ-ნელა საღებავების ჭურჭელი სკდებოდა...
ცეცხლმა ზოგჯერ ადამიანი შეიძლება ისე არ დააზიანოს, როგორც კვამლმა - ერთ წუთში შეიძლება, გათიშოს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის ქრობისთვის თავი დაგვენებებინა.
_ ხანძრის მიზეზად ესქსპერტიზის დასკვანაში რა არის მითითებული?
_ ექსპერტიზის დასკვანა იყო ასეთი - მოკლე ჩართვა. სხვა მიზეზი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანა ფერადი კამერები გვაქვს დაყენებული, ღამეც კი ფერადად აჩვენებს და კამერების ჩანაწერების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, ყველა სხვა ვერსია გამოირიცხა (ცხადია, მანამდე რაღაც ვარიანტებს განვიხილავდით). ჩანაწერებში ნათლად ჩანს ყველა კუთხე და მხარე, მაგრამ საეჭვო გარემოება არაფერი აღმოჩნდა. ამიტომ ერთადერთი ვერსია - მოკლე ჩართვა იყო, რაც ექსპერტზის დასკვნაში ეწერა კიდეც.
_ ე.ი. კომპანია „ალდაგის“ ფინანსური თანადგომით კმაყოფილები ხართ.
_ „ალდაგს“ ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერაში დიდი წვლილი მიუძღვის. ზოგადად სადაზღვევო კულტურა ჩვენში ახლა იდგამს ფეხს. მეც, თავის დროზე, ცოტა ვორჭოფობდი, ვფიქრობდი - რაღაც რომ მოხდეს, აანაზღაურებენ-მეთქი?! ძირითადი შეკითხვა ეს იყო. ახლა ვფიქრობ, რომ დაზღვევის გარეშე მოგვიწევდა ჩვენი საქმიანობის შეწყვეტა.
ჩემს მაგალითზე მინდა, ყველას - მცირე თუ საშუალო მეწარმეს ვუთხრა და ვურჩიო - კარგი იქნება, თუ თავიანთ უძრავ, მოძრავ ქონებას, მარაგებს „ალდაგში“ დააზღვევენ. ამის მერე, რა თქმა უნდა, მათი სიმშვიდის ხარისხი აიწევს. რომ არ ყოფილიყო თანხა, რითაც ეს კომპანია გვერდით დაგვიდგა, ძალიან გაგვიჭირდებოდა.
მარიამ ჩიტაშვილი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის კოორდინატორი:
_ ამ კომანიასთან რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ. სამი წლის წინ გაავაფორმეთ ხელშეკრულება. „გენი“ თავდაპირველად ავტოდაზღვევით სარგებლობდა და საერთოდ არ განიხილავდა ბიზნესის აქტივების დაზღვევას. ამდენწლიანი ურთიერთობის და მეგობრობის შემდეგ კი, ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეზღვია შენობა, კომპანიის საწყობი და მარაგები.
დაზღვევიდან დაახლოებით 7-8 თვეში კი მოხდა ეს შემთხვევა, „გენს“ დიდი ზარალი მიადგა. დაზღვევის არქონის შემთვხევაში ეს კომპანია ფიანსურად ვერ გაუმკლავდებოდა იმ პრობლემებს და ბაზარზე ვერ გააგრძელებდა ოპერირებას. ჩვენ მიერ გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
საერთოდ, კარგია, რომ ყოველწლიურად იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესება და უფრო მეტი კომპანია მიმართავს სადაზრვევო კომპანიებს ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით. ეს თუნდაც ამ მაგალითის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.
R