ავტორი:

საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი ვაქცინაციას ჩაიტარებს

საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი ვაქცინაციას ჩაიტარებს

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 13 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაქცინაციას ჩაიტარებს.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.

"13 ივნისს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება.