ავტორი:

კოდინგის სკოლა საერთაშორისო კონკურსის Emerging Europe Awards-ის სამ ფინალისტს შორისაა! ხმა მიეცი საქართველოს!

კოდინგის სკოლა საერთაშორისო კონკურსის Emerging Europe Awards-ის სამ ფინალისტს შორისაა! ხმა მიეცი საქართველოს!

Grace Hopper Award-ის მოგების შემდეგ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამა კოდინგის სკოლა საერთაშორისო კონკურსის Emerging Europe Awards 2021-ის სამ ფინალისტს შორისაა.

Emerging Europe Awards ყოველწლიურად ტარდება და წელს პირველად, საქართველო, BTU-ს კოდინგის სკოლა Future-proof Education 2021 კატეგორიაში ფინალში გავიდა.

კოდინგის სკოლა ქალებისთვის 2 წლის წინ BTU-ში დაფუძნდა.

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა, ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) პარტნიორებთან ერთად კოდიგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად ახორცხიელებს.

პარტნიორებს შორისაა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო სექტორი: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ბიზნესლიფერთა ორგანიზაცია ქალები მომავლისთვის, ლიბერთი ბანკი, თიბისი, Microsoft, Women in Tech Global Movement, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და Strategeast.

კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ: Front-end დეველოპმენტი, Back-end დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი & მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი, უნივერსალური კადრების პროგრამა (iOS დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, ფინანსური მენეჯმენტი), ტესტერი და სხვ.

BTU-ს ინიციატივით, ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებისთვის ტარდება ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:

დასაქმების ფორუმი ბენეფიციარი ქალებისთვის, ადგილობირივი და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით, იდეათონი, რეგიონალური ვორქშოფები, აქსელერაციები, მზადდება პოსკასტები, მულტიმედია მასალები, ტარდება კვლევები და პანელური დისკუესიები, ვებინარები.

უნივერსიტეტის ჩართულობით, საერთაშორისო ორგანიზაცია Woman in Tech-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2020 წელს ჩამოყალიბდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი WIT-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტებს და აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს ქალებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას, ტექნოლოგიების სფეროში.

Emerging Europe Awards 2021 კონკურსის ფინალისტების ხმის მიცემა მიმდინარეობს ონლაინ, 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ბმულზე

როგორ დაუჭირო მხარი საქართველოს და პროგრამა კოდინგის სკოლას?

1. იპოვე კატეგორია - Future-proof Education და მონიშნე The Coding School for Women

2. შეიყვანე შენი მონაცემები

3. მონიშნე, რომ ეთანხმები Emerging Europe-ის პირობებს

4. დაასრულე ხმის მიცემა

R