ავტორი:

"რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნებაო, ამასაც შიში ალაპარაკებთ" - გიორგი გახარია

"რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნებაო, ამასაც შიში ალაპარაკებთ" - გიორგი გახარია

დღეს რომ დაეწყვნენ ასე რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნებაო, ამასაც შიში ალაპარაკებთ. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, უფრო სწრაფად იქნება რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, რიგგარეშე არჩევნების ქვეყანაში ჩატარებას პოლიტიკური პროცესის ლოგიკა განსაზღვრავს.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, შარლ მიშელის ხელშეკრულებას ვინ მოაწერა ხელი, ან ამ ხელმოწერაზე თქვა უარი. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელმოწერა პოლიტიკური და იურიდიული აქტია, ისევე, როგორც ამ ხელმოწერის გაუქმებაც, ასევე პასუხისმგებლობისგან გაქცევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს რომ დაეწყვნენ ასე რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არ არჩევნები არ იქნებაო, ამასაც შიში ალაპარაკებთ. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, უფრო სწრაფად იქნება რიგგარეშე არჩევნები, რადგან რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა. პოლიტიკური პროცესის ლოგიკა დღეს იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია ელემენტარულ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, როგორიცაა კოვიდი, ელემენტარული საზოგადოებრივი წესრიგი ქუჩაში და ა.შ. არ ვსაუბრობ მაღალ მატერიებზე, როგორიც არის სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმები. ამიტომ იქმნება რიგგარეშე არჩევნები და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ან ვიღაცა 43%-ს მიაღწევს, ან - არა“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში გაწევრიანების მსურველებზე ზეწოლა ხორციელდება და რომ „შესაბამისი ორგანოები იკვლევენ მათ ოჯახის წევრებს და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებინ“.

„ეს გარდა იმისა, რომ სამარცხვინოა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და ტრაგედიაა პირველ რიგში, ოცნების ღირსეული წევრებისთვის, ვიცი, რომ ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, იმ ღირსეული წევრებისთვის, რომლებმაც ასეთი ზეწოლა თავის თავზე განიცადეს 2012 წელს, იბრძოლეს და ჩვენ რიგით მოქალაქეებს, ადამიანებს დაპირდნენ, რომ მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არასდროს აღარ განმეორდებოდა, ზუსტად იგივეს აკეთებენ დღეს. უბრალოდ, სამარცხვინოა, ეს ყველაფერი“, - განაცხადა გახარიამ.