საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ფეისბუქის" პირადი გვერდი გაუტეხეს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი "ფეიჯის" გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ" - წერს სააკაშვილი.