ავტორი:

"საქართველოში ახალგაზრდები რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა...პუტინსაც მოვუყევი, ეს კატასტროფაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"საქართველოში ახალგაზრდები რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა...პუტინსაც მოვუყევი, ეს კატასტროფაა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსული და რუსული მასმედია ავრცელებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ მინსკში 9 აგვისტოს გამართული მასშტაბური პრესკონფერენციის მასალებს, რუბრიკით "დიდი საუბარი პრეზიდენტთან", რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბელარუსის ლიდერს ჰკითხეს - იქნებ ღირდეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა მოილაპარაკონ "ერთად გადასარჩენად" და რაღაც გაერთიანება შექმნან, საბჭოთა კავშირის ან ევროკავშირის მსგავსი.

რადგანაც ეს კითხვა ქართველი საზოგადოების წარმომადგენლის, პარტია "ნეიტრალური საქართველოს" თავმჯდომარის - ვალერი კვარაცხელიას მიერ იყო დასმული, ალექსანდრე ლუკაშენკომაც პასუხის გაცემა საქართველოს მაგალითით დაიწყო:

"საქართველო და უკრაინა ჩემი "თავისტკივილია"... საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში არაერთხელ ვარ ნამყოფი, თუმცა სამხრეთ ოსეთში - არცერთხელ... ბევრი ადგილი მქონდა ნანახი, თბილისის გარდა... ქართველები "ვოლგებით", ლამაზი გოგონები... დიახ, რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს ქართველების ყოველთვის შურდათ.

მე არაფერს ვამბობ მიღწევებზე - საქართველო ამ მხრივ აყვავებულ ოაზისს წარმოადგენდა... მაგრამ რაც იქ შემდეგ მოხდა...

თბილისში ვიზიტით ყოფნისას, როცა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტთან - გიორგი მარგველაშვილთან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში, შევამჩნიე, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურ ენაზე, ვიდრე - რუსულად. ისინი ჩემთან შეხვედრისას რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა, რაღაც რომ გამეგო. მე ამის შესახებ ვლადიმერ პუტინსაც მოვუყევი. ეს უკვე კატასტროფაა...განაგრძეთ კითხვა