გურჯაანის მუნიციპალიტეტში 62 წლის კაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გზაზე არსებულ რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში წყლის სისტემის გადასართველად 62 წლის კაცი ჩავიდა და ამოსვლა ვერ მოახერხდა, რის შემდეგაც გაიგუდა.
მისი დახმარება შვილმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. 40 წლამდე კაცი კი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.