ავტორი:

სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავების რეალური სიყვარულის ამბავი - მედიის ცნობით, ფენიჯერ ენისტონსა და დევიდ შვიმერს შორის სასიყვარულო კავშირია

სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავების რეალური სიყვარულის ამბავი - მედიის ცნობით, ფენიჯერ ენისტონსა და დევიდ შვიმერს შორის სასიყვარულო კავშირია

დასავლურ ყვითელი პრესა აქტიურად წერს ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე. მედიის ცნობით, ჯენის რომანტიკული კავშირი აქვს თავის კოლეგასთან, სერიალ "მეგობრების“ ვარსკვლავთან, დევიდ შვიმერთან.

ისინი ერთად ატარებენ დროს ლოს-ანჯელესში, ჯენიფერ ენისტონის სახლში და გარდა ამისა, პაპარაცებმა წყვილი მდიდრულ რესტორანში რომანტიკული ვახშმის დროს შენიშნეს.

ჯენი და დევიდი ლეგენდარულ სიტკომში, "მეგობრები“ ერთად თამაშობენ, წლების წინ არაერთხელ დაწერილა იმის შესახებ, რომ მათ შორის რეალური გრძნობები იყო, თუმცა თავად ყველაფერს უარყოფდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც სერიალის ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო, მათ ერთმანეთისთვის გრძნობების გამხელა გადაწყვიტეს.

წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ და ცდილობენ ერთად მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ.

ჯერჯერობით არც ჯენიფერ ენისტონსა და არც დევიდ შვიმერს პრესასთან არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია.

ცნობისთვის, ჯენიფერ ენისტონის სასიყვარულო ურთიერთობები ყოველთვის იყო საზოგადოების განხილვის საგანი. ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრს წერდნენ ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან შერიგების შესახებ.

თუმცა ორივე ვარსკვლავმა თქვა, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა არაფერია.