ავტორი:

მამაკაცი, რომელიც ჭაში მამის საშველად ჩავიდა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა - ტრაგედია გურჯაანში

მამაკაცი, რომელიც ჭაში მამის საშველად ჩავიდა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა - ტრაგედია გურჯაანში

40 წლის მამაკაცი, რომელიც ჭაში მამის საშველად ჩავიდა და უგონო მდგომარეობაში იყო, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" მოათავსეს, თუმცა ექიმების თქმით, კლინიკაში შესვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ბაკურციხეში მოხდა. გზის პირას მდებარე ჭაში წყლის სისტემის ჩასართავად ჩასული 62 წლის კაცი ამოსვლას ვერ ახერხებდა, რა დროსაც დახმარება შვილმა სცადა.

თუმცა სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივების მცდელობის მიუხედავად, ვერცერთი მათგანის ამოყვანა დროულად ვერ ხერხდებოდა.

ადგილზე გარდაიცვალა 62 წლის კაცი, მისი 40 წლის შვილი კი სავადმყოფოში მიყვანამდე. სამაშველო ღონისძიებაში ყველა შესაბამისი სამსახური იყო ჩართული.