ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე?

რა კომენტარს აკეთებს ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე?

საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს, ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ შექმნათ პარტია“,- ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადებას, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც გომელაური აღნიშნავს, ყველას აქვს უფლება პარტიის შექმნისას საკუთარი მიზნები და მიმართულებები დააფიქსიროს.

"საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს. ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ პარტია შექმნათ და თქვენი საკითხები დააყენოთ, მიზანი და მიმართულებები“,-აღნიშნავს გომელაური.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის.

როგორც გოგაშვილი აცხადებს, გადაწყვიტა სახალხო პარტიაში დაბრუნდეს, სადაც, მისივე განმარტებით, „პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო“.