ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 530 სული ცხვარი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნიკოლაი ლევანოვს, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან არის, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.
დღეისთვის ერთი სული ცხვარი დაახლოებით 350 ლარი ღირს. ნიკოლაი ლევანოვმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს შეაფასებს.
ფოტოსქრინი jnews.ge-ის ვიდეოკადრებიდან