ავტორი:

გურჯაანში ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა - შვილი ადგილზე დაიღუპა, მამის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა - შვილი ადგილზე დაიღუპა, მამის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა.

შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.