ავტორი:

რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში, "მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა დაჯდომისას კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას “ინტერფაქსი“ ავრცელებს.

"რვა ადამიანი გადარჩა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რვა ადამიანი კი დაიღუპა. გარდაცვლილთა ცხედრები, სავარაუდოდ კურილის ტბის ფსკერზეა“, - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

კომპანია "ვიტიაზ-აეროს“ კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა დღეს დილით განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა.

სატრანსპორტო ზედამხედველობის სამსახურიდან წყარომ "ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.