ძლიერი ხანძრების შემდეგ, თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან. უხვმა ნალექმა ქვეყანაში პრობლემები შექმნა. ძლიერ წვიმას თურქეთის ჩრდილოეთით მეწყერი მოჰყვა.
წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება ერთი მოქალაქე.
"გარდიანის“ ცნობით, სახურავზე დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები გამოიყენეს. წყალდიდობამ დააზარალა ბართინი, სინოპი და სამსუნი.
დაზიანებულია სახლები, საწარმოები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სინოპის პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
"მეტეოროლოგიური თვალსაზრისით ალბათ ისეთი კატასტროფის წინაშე ვდგავართ, როგორიც ბოლო 100 წელია არ ყოფილა“, - ამბობს თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, ბექირ ფაქდემირლი.
ნახეთ ვიდეო: