ავტორი:

მილიონერმა რუსმა პოლიტიკოსმა, რომელსაც დათვის შეშინება სურდა და რამდენჯერმე გაისროლა, ადამიანი მოკლა

მილიონერმა რუსმა პოლიტიკოსმა, რომელსაც დათვის შეშინება სურდა და რამდენჯერმე გაისროლა, ადამიანი მოკლა

მილიონერმა რუსმა პოლიტიკოსმა, 55 წლის იგორ რედკინმა აღიარა, რომ ადამიანი მოკლა. რეალურად კი ის ყავისფერი დათვი ეგონა. რედკინის განცხადებას რუსული მედია აქვეყნებს და მასში აღნიშნულია, რომ შემთხვევა კამჩატკის სოფელ ოზერნოვსკიში მოხდა.

სოფლის მცხოვრებნი ამბობდნენ, რომ მათ ნაგავსაყრელთან რამდენჯერმე შენიშნეს დათვი. რედკინის თქმით კი, სურდა იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დათვი შეეშინებინა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი გასროლის შედეგად, ადგილობრივი რამდენიმე ადგილას დაიჭრა.

დაჭრილი 30 წლის კაცი აღმოჩნდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იგორ რედკინი კამჩატკის ნახევრკუნძულზე რამდენიმე მსხვილი ბიზნესის მფლობელია და მას რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს საჯარო მოხელეს უწოდებენ.

რედკინი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს ის სასჯელი, რომელსაც სასამართლო დაადგენს. მომხდარის შემდეგ, რედკინმა დატოვა მმართველი პარტია და როგორც ცნობილია, გამოძიების დასრულებამდე ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.

წყარო: BBC.com