ავტორი:

როგორი რეიტინგი აქვს კახა კალაძეს და გამოკითხულთა რა პროცენტს მოსწონს მერის საქმიანობა - NDI-ის კვლევის შედეგები

როგორი რეიტინგი აქვს კახა კალაძეს და გამოკითხულთა რა პროცენტს მოსწონს მერის საქმიანობა - NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ მერიის საქმიანობას კარგად აფასებს, 29% საშუალოდ აფასებს, 25%-ცუდად, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, გამოკითხულთა 17% საკრებულოს საქმიანობას კარგად აფასებს, 29%-საშუალოდ, 29%-ცუდად, 23% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.