ავტორი:

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ "ოცნება" დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება - "პარტიის დატოვებაზე დიდხანს ვფიქრობდი..."

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ "ოცნება" დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება - "პარტიის დატოვებაზე დიდხანს ვფიქრობდი..."

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ ონიანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზი, ის საკადრო პოლიტიკაა, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება მმართველი გუნდის მხრიდან, იმ ადამიანების მიმართ ვინც 2012 წელს თავდაუზოგავად იბრძოდა.

„დიახ, დავტოვე „ქართული ოცნება“ და ვუერთდები სოსო გოგაშვილის გუნდს. მიზეზი, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, ასევე იმ ხალხის მიმართ დამოკიდებულებაა, რომლებიც 2012 წლიდან იდგა ამ პარტიის გვერდით და თავდაუზოგავად იბრძოდა. ჯერ „სახალხო პარტიის“ ოფიციალური წევრი არ ვარ, მაგრამ ამ დღეებში გავწევრიანდები და თვითმმართველობის არჩევნებშიც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. კონკრეტული დეტალები „სახალხო პარტიაში“ შეკრებისა და კონსულტაციების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ დატოვებაზე დიდხანს ვფიქრობდი, გუშინ კი როდესაც სოსო გოგაშვილმა გააკეთა განცხადება, მეც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და დავტოვე „ქართული ოცნება“, - განაცხადა ლევან ონიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. როგორც გოგაშვილი აცხადებს, გადაწყვიტა „სახალხო პარტიაში“ დაბრუნდეს, სადაც, მისივე განმარტებით, „პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო“.