ავტორი:

ბათუმის მუსიკალური ცენტრი დავით ალადაშვილისა და ლიზი რამიშვილის პრემიერას უმასპინძლებს

ბათუმის მუსიკალური ცენტრი დავით ალადაშვილისა და ლიზი რამიშვილის პრემიერას უმასპინძლებს

კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღიარებული მუსიკოსების - დავით ალადაშვილისა და ლიზი რამიშვილის პრემიერას უმასპინძლებს. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, კონცერტი მაყურებლის გარეშე, ონლაინრეჟიმში გაიმათება და ტრანსლირება 20:00 საათზე კონცეპტArt-ის ოფიციალურ ფბ. გვერდზე დაიწყება.

დავით ალადაშვილი: „მე და ლიზა შევასრულებთ სრულიად ახალ პროგრამას - ბეთჰოვენის გენიალური სონატა No.3 ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, შუმანის რჩეული „ფანტასტიკური პიესები“. ასევე მომზადებული გვაქვს რამდენიმე სიურპრიზი სპეციალურად 12 აგვისტოს კონცერტისთვის“.

ლიზი რამიშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის და ასევე დათუნასთვის 12 აგვისტოს კონცერტი ბათუმში. ვფიქრობ, მსმენელისთვის საინტერესო იქნება 3 განსხვავებული ეპოქის კომპოზიტორის სინთეზი ერთ კონცერტში. დიდი ხნის პაუზის შემდეგ მსმენელთან ველით ამ კონცერტის შესრულება. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საღამო ბათუმში იქნება, რადგან არანორმალურად მიყვარს ეს ქალაქი“.

ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. გენერალური პარტნიორია სმარტ კაპიტალ ჯგუფი. საინფორმაციო მხარდამჭერები: ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაპალიტრა, AT.GE საინფორმაციო ცენტრი 118-08.