ეპიდსიტუაცია რთულია, ვირუსი იბრძვის, არ არის გამორიცხული სურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, "დელტა შტამი“ მეტი აგრესიულობით, განვრცობადობით გამოირჩევა, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია.
"ეპიდსიტუაცია რთულია. არა მარტო ჩვენთან, გლობალურად მძიმეა სიტუაცია. რა თქმა უნდა, წინა პლანზე გამოდის დღეს ე.წ. დელტა შტამი, დელტა+. ვირუსი იბრძვის, არ არის გამორიცხული სურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას. "დელტა შტამი“ მეტი აგრესიულობით, განვრცობადობით გამოირჩევა. ამიტომაც გვაქვს ინფექციის ფართო გავრცელება, სხვა მიზეზებთან ერთად.
დღევანდელი სტრატეგია ინფექციის შეკავების რამოდენიმე მთავარ მიმართულებაზე დაიყვანება. ვაქცინაციის სწრაფად, დიდი რაოდენობის მოსახლეობის აცრა ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი გახლავთ. იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს მოსახლეობის სწრაფად აცრა უნდა მოხდეს, მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, "სინოვაკის“ მარაგი საკმარისია ქვეყანაში, რომ სწრაფად მივიღოთ იქ იმუნური ფენა. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში თანდათან ინტენსიფიცირება“ , - განაცხადა გამყრელიძემ.