ავტორი:

"მოვუწოდებ ყველა ორსულს, აუცილებლად აიცრას... ამ ეტაპზე ფეხმძიმე ქალის კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევაა" - ამირან გამყრელიძე

"მოვუწოდებ ყველა ორსულს, აუცილებლად აიცრას... ამ ეტაპზე ფეხმძიმე ქალის კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევაა" - ამირან გამყრელიძე

"უნდა აიცრას ყველა ორსული! "ფაიზერი“ საკმარისია. მოვუწოდებ, ყველა ქალბატონს, ყველა ორსულს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც დაფეხმძიმება უნდა, რომ აუცილებლად აიცრას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ფეხმძიმე ქალის კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"უნდა აიცრას ყველა ორსული! "ფაიზერი“ საკმარისია. მოვუწოდებ, თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ქალბატონს, ყველა ორსულს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც დაფეხმძიმება უნდა, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე სამწუხაროდ, ვიცით რამდენი შემთხვევა გვაქვს კოვიდით გარდაცვალების, 4 შემთხვევა გვაქვს. გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.