ავტორი:

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები თურქეთიდან

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები თურქეთიდან

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 25 ადამიანის ცხედარი კასთამონუში, 2 კი - სინოპში იპოვეს.

ამასთან, დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ ბართინის პროვინციაში. დაზარალებული რაიონებიდან ვერტმფრენებისა და ნავების გამოყენებით 1 700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის გამო კასთამონუს პროვინციის 112 სოფელი და სინოპის პროვინციის 86 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან.