ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ქართულ ოცნება" პირველ ადგილზე გავა - ხმების 46%-ს აიღებს თუ 43%-ს, არ ვიცი, ლელა კაკულიას როლსა და ფუნქციაში ვერ შევალ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ საარჩევნოდ შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება ძალიან ეკლექტურია, რომლის ლიდერებსაც ქალაქის პრობლემებზე წარმოდგენა არა აქვთ. ელისაშვილის აზრით, ყველაზე კარგად თბილისის პრობლემები მის პოლიტიკურ ჯგუფს ესმის.
„გირჩის" ვიცე-მერობის კანდიდატი 20 წლის ბიჭია. რა წარმოდგენა აქვს მას თბილისის პრობლემებზე?! ასეთი დამოკიდებულებით ეს ეკლექტური გაერთიანება შორს ვერ წავა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.