შეიძლება ძალიან დისკომფორტის შემქმნელია ბევრი ადამიანისთვის ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, თუ შევძელით, რომ პირბადის მოხმარება 90% მაინც გახდეს, ეს შემთხვევების რაოდენობას დაწევს 30%-ით მაინც.
„პირველი რეგულაცია მაინც პირბადეა. გასაგებია, რომ შეიძლება ძალიან დისკომფროტის შემქმნელია ბევრი ადამიანისთვის ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა, ან იგივე ჩემი კოლეგებისთვის, ვინც მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის“, - აღნიშნავს იმნაძე.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს ექიმების განცხადებებს, რომ მიზანშეწონილი არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რადგან იქ მცირეა გადადების მაჩვენებელი, იმნაძე აცხადებს, რომ არ უყვარს ზეპირად საუბარი.
„ძალიან გთხოვთ, დამისახელეთ წყარო, კვლევა, როგორ ჩატარდა, რომელ ქვეყანაში. შემდეგ შემიძლია პასუხის გაცემა. ალბათ, თვითონ მუნიციპალური ტრანსპორტში არ შეუხედავთ რა ხდება“, - განაცხადა იმნაძემ.