ორსულობასა და COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „გაგუას კლინიკამ“ სპეციალური „ფეისბუქ“ ჯგუფი შექმნა, სადაც ექიმები დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებს აძლევენ.
ამასთან, ორსულებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები, ხოლო უკვე ვაქცინირებულებმა თავიანთი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ჯგუფის მიზანია საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ჯგუფში „ორსულობა და COVID-19 ვაქცინაცია გაწევრიანება შეუძლია ყველა მსურველს, როგორც ორსულ, ისე მეძუძურ დედებს, რომლებიც გეგმავენ ვაქცინაციას და ამავდროულად სურთ, მოსაზრებები პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მოისმინონ.
აქვე, „გაგუას კლინიკა“ აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელიც დაინტერესებულ პირებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება:
„გაგუას კლინიკის“ ექიმები გვირჩევენ, ვენდოთ მხოლოდ გადამოწმებულ და მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელსაც ისინი „ფეისბუქ“ ჯგუფში ორსულ და მეძუძურ დედებს აქტიურად მიაწვდიან.
ჯგუფში გაწევრიანებისთვის მიჰყევით ბმულს: ორსულობა COVID-19 ვაქცინაცია
R