დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, არჩევანი "ფაიზერზე" გააკეთა.
"მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ "ფაიზერით" (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით). მინდა გვჯეროდეს, რომ რელიგიურობა და მით უმეტეს, ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში.
იმედს ვიტოვებ, ეს გახდება სტიმულის მიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება - ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე!" - წერს დეკანოზი.