ავტორი:

"დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს" - ჯანდაცვის მინისტრი

"დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს და ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე.

აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი ამ შეზღუდვებით",- განაცხადა ტიკარაძემ.