ავტორი:

“კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს, მათ შორის ფინანსურად” - გახარია

“კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს, მათ შორის ფინანსურად” - გახარია

"ახლა არ არის იმის დრო გავარკვიოთ ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ რაშია დამნაშავე, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ექიმებს და მთავრობასაც“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

გახარია მოუწოდებს ხელისუფლებას, მედიკოსებს სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება გამოუყოს.

„კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ. ამას ჩემი შეფასება არ უნდა, ამაზე ციფრები მეტყველებენ. აქ, აუცილებელია სოლიდარობა. ახლა არ არის იმის დრო გავარკვიოთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ რაშია დამნაშავე. ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ექიმებს. ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ექიმები ბოლო ზღუდეები არიან კოვიდთან ბრძლაში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები, მთავრობასაც უნდა დავუდგეთ. არ არის ახლა იმის დრო, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაკრიტიკოთ. მთავარია ამ კრიზისიდან გამოვიდეთ.

წინადადების სახით რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ვიცი, გამოცდილი მაქვს, რა რეჟიმში მუშაობენ მედიკოსები და ის საჯარო მოხელეები, რომლებიც შტაბების, რეგიონალურ დონეზე ემსახურებიან მოქალაქეებს. განსაკუთრებით მედიკოსები, რომლებიც ძირითადად ახლა კერძო სექტორში მუშაობენ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს, მათ შორის, ფინანსურად, პრემიებით, სხვადასხვა სახელფასო დანამატებით, იმიტომ, რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, სახლში ვერ მიდის. ვიცი, რას ნიშნავს ტრანსპორტის გაუქმება და ამ რეჟიმში მუშაობა, ამ ხალხს ოჯახები ჰყავს. ხშირად, გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება ოჯახის რამდენიმე წევრი იყოს მედიკოსი და სხვადასხვა კლინიკაში იბრძოდეს. მათი ნებისმიერი სახით დახმარება აუცილებელია“,-აღნიშნავს გახარია.