ავტორი:

"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაადგეს დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის გზას, ხელშეკრულებას უფორმებს ბელარუსის კგბ-ს - სუს-ი ვალდებულია განმარტება გააკეთოს" - ლანა გალდავა

"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაადგეს დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის გზას, ხელშეკრულებას უფორმებს ბელარუსის კგბ-ს - სუს-ი ვალდებულია განმარტება გააკეთოს" - ლანა გალდავა

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაადგეს დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის გზას, ხელშეკრულებას უფორმებს ბელარუსის ,,კგბ”-ს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ - ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი ვალდებულია განმარტება გააკეთოს, თუ როგორ აპირებს თანამშრომლობას ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან.

"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ აქტიურად ითანამშრომლოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღებული ,,შარლ მიშელის შეთანხმება” და დაადგეს დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის გზას, საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულებას უფორმებს ბელარუსის ,,კგბ”-ს. კერძოდ, ძალაში შედის ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება.

სუს-ი ვალდებულია განმარტება გააკეთოს, თუ როგორ აპირებს თანამშრომლობას ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან, ემუქრება თუ არა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ ბელარუს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ, რეჟიმის მიერ დევნილ მოქალაქეებს საფრთხე, იძლევა თუ არა ზემოაღნიშნული შეთანხმება არადემოკრატიული რეჟიმის ლეგიტიმაციის რისკებს.

სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებებით, სამწუხაროდ, საქართველო შორდება დემოკრატიის, ევროკავშირის და ნატო-ს გზას", - აცხადებს ლანა გალდავა.