ავტორი:

BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისი „ტვიტერის“ მეშვეობით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, „თალიბანის“ თავდასხმების მიუხედავად ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ქაბულის მიმართულებით იყო გარკვეული სროლები, თუმცა დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმა არ განხორციელებულა. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობენ და ქალაქის უსაფრთხოებას იცავენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერია განცხადებაში.

პარალელურად კი მედიაში ვრცელდება ცნობები, რომელთა მიხედვითაც დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს.

BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, „თალიბანი“ ქვეყნის 34 პროვინციული ცენტრიდან 23-ს აკონტროლებს. ამ დრომდე დიდი ქალაქებიდან ქაბული ერთადერთი იყო, რომელსაც ავღანეთის მთავრობა აკონტროლებდა.