ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცის მისი ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
თამაზ კვაჭანტირაძე 1963-2006 წლებში ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი იყო; 1978-1990 წლებში ჟურნალის - "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი; 1975-1990 წლებში - ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004 წლებში "მოგზაურობა სასიტყვეთში";
1993-1998 წლებში თამაზ კვაჭანტირაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 2000-2008 წლებში კი საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები".
დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის - "მსგავსებითი შედარება ქართულში", "ჰა ბურთი, ჰა მოედანი", "მოგზაურობა სასიტყვეთში".