"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ანზორ მელია ნიკა მელიამ წარადგინა.
"დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა ამ ემოციებს ვერ გამოვხატავ", - განაცხადა მელიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა.
ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან დამარცხდება. მელიას თქმით, „დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ, უიმედობას, უპერსპექტივობას, რაც დასამარცხებელია“.
მისივე თქმით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშნველობისაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში არიან:
ქუთაისი - ხატია დეკანოიძე
მცხეთა - ზაალ უდუმაშვილი
რუსთავი - დავით კირკიტაძე
თელავი - გიორგი ბოტკოველი
მარტვილი - თემურ ჯანაშია
ბათუმი - გიორგი კირთაძე
ქობულეთი - ბონდო თედორაძე
ხელვაჩაური - მიშა ბოლქვაძე
ქედა - რამინ ბერიძე
შუახევი - როინ ზოიძე
ხულო - გოგიტა სოლომონიძე
ვანი - ბადრი მებურიშვილი
ზესტაფონი - ბაქარ ხიდაკაძე
სამტრედია - მამუკა ბიბილეიშვილი
ადიგენი - მარეხი დათაშვილი
ასპინძა - გიორგი გიორგაძე
საგარეჯო - დავით ჯავახიშვილი
ახმეტა - ზურაბ ოტიაშვილი
გურჯაანი - სერგი კაკალაშვილი
დედოფლისწყარო - თამაზ კოჭლამაზაშვილი
სიღნაღი - ზაზა პაპუაშვილი
დმანისი - გიორგი ტატუაშვილი
თეთრიწყარო - ვანო მაღალაშვილი
გორი - ვასილ მახარაშვილი
ხაშური - იოსებ ბუაძე
კასპი - ნუგზარ ნონიაშვილი
ქარელი - ნიკოლოზ ახალკაცი
ხობი - ბესო შენგელია
ზუგდიდი - ანზორ მელია