ავტორი:

ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ - მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანის ერთობლივი განცხადება

ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ - მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანის ერთობლივი განცხადება

მსოფლიოს 60-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ქვეყნიდან გასვლის საშუალება უნდა მიეცეთ და აეროპორტები და სასაზღვრო გადასასვლელები ღია უნდა დარჩეს.

"ავღანეთში ძალაუფლებასა და ხელისუფლებში მყოფი პირები, პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე, ასევე უსაფრთოხებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ, მათ დავეხმაროთ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და სხვა.