ავტორი:

"პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა... კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი,  ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რა ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?

"პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა... კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი,  ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რა ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?

ისრაელი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც პანდემიას დროულად და კარგად გაართვა თავი და მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში დელტა-შტამის ცირკულირებამ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო, რეგულაციებიც თანდათან გაამკაცრა და ლოკდაუნისთვის ემზადება. ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა "ასუტაში" მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე გვიამბობს:

- ისრაელმა მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში. ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს, ვინც არ არის აცრილი, ვაქცინა მათ გა დავუნაწილოთო. საბედნიეროდ, საქართველოში შემოვიდა "ფაიზერი" და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ყველას მოგიწოდებთ აცრისკენ. იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს და გამოვიყენოთ ეს შანსი.

- ანტივაქსერული კამპანია ისრაელშიც ძლიერია?

- არ არის ისეთი ძლიერი, მოსახლეობა მაინც მობილიზებულია. ისრაელმა დაადასტურა ეს, როცა დეკემბერში დაიწყო ვაქცინაცია და სამ თვეში უკვე ბევრი აცრილი იყო. ლაპარაკია ვაქცინირებული მოსახლეობის 53-55%-ზე - ამაში არ შედიან ისინი, ვინც მაშინ გადაიტანა ვირუსი და აცრა არ სჭირდებოდა, ასევე 16 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ ეკუთვნოდათ აცრა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ვირუსი დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მსოფლიოს, ის არ გაჩერდებოდა და ალფა-შტამს სხვადასხვა შტამი მოჰყვებოდა. ამისთვის მზად ვიყავი და ყველას მოვუწოდებდი აცრისკენ.

- აცრილებში დაავადების სიმძიმე როგორია, არის გართულებები?

- გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ზუსტად ამაშია აცრის უპირატესობა და ამიტომ ვეწევი პროპაგანდას. ვაქცინა უმთავრესია, რა თქმა უნდა, პირბადე-ჰიგიენა-დისტანციასთან ერთად. დღეს აცრილებში სიკვდილიანობა ძალიან მცირეა, ძირითადად, აუცრელი ასაკოვანი ადამიანები არიან მძიმედ, რომელთაც თანმხლები დაავადებების ფონზე დაემართათ "კოვიდი". სამი დღის წინ ჩემი მშობლებიც აიცრნენ, მესამე აცრა გაიკეთეს. ჯერ 60 წელს გადაცილებულებს უკეთებენ ბუსტერულ აცრებს, მაგრამ ეს ასაკი ჩამოიწევს იმიტომ, რომ აცრილებიც და ვირუსგადატანილებიც კარგავენ ანტისხეულებს. მაგალითად, მე იანვარში მაქვს მეორე აცრა გაკეთებული და სექტემბერ-ოქტომბერში, ფაქტობრივად, აღარ მექნება ანტისხეულები. ვვარაუდობ, მეც მომიწევს მესამე აცრა. გააგრძელეთ კითხვა