აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო გადადგომისკენ მოუწოდებს.
"დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად,“ - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.
მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ.
"ის, რაც ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა, ლეგენდარულია - ეს შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ამერიკის ისტორიაში,“- აღნიშნა ტრამპმა.