ავტორი:

აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?

აშშ-მა ე.წ. ბუსტერის დამატების ნებართვა გასცა - ვის ექნება მესამედ აცრის შესაძლებლობა?

ბოლო ინფორმაციით, აშშ - ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში მესამედ - ე.წ. ბუსტერი აცრის ნებართვა გასცეს.

FDA-ს ახალი რეკომენდაცია აშშ-ის დაახლოებით 10 მილიონ მოქალაქეს შეეხება, მათ შორის ტრანსპლანტაციის მიმღებებსა და ისეთ პაციენტებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ -ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოვიდთან საბრძოლველად “ბუსტერის“ დამატებაა საჭირო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ჯგუფის (CDC) განცხადებით, დამატებითი დოზები კვირის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ექსპერტების განცხადებით, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში Moderna-ს და Pfizer- ის ორმა დოზამ ან Johnson & Johnson - ის ერთმა დოზამ შესაძლოა, საკმარისი დაცვა არ უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში სამივე ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია.

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს ე.წ. ბუსტერის დამატებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს მოსახლეობის სულ მცირე 10% -ის აცრა მაინც.

ისრაელმა კი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რევაქცინაცია უკვე ჩაატარა. ისინი სულ მცირე, ხუთი თვის წინ იყვნენ ორჯერადად აცრილები.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ “ბუსტერის“ დამატება სექტემბრისთვის გადადეს. დამატებითი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავენ შვედეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ინდონეზია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა