ავტორი:

თელავში მოკლული სამი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

თელავში მოკლული სამი პირიდან ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ზვიად ზვიადაურთან ერთად ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.

ინფორმაციას გარდაცვლილების ვინაობის შესახებ ადასტურებს "მთავრი არხის" გენერალური დირექტორიც, ნიკა გვარამია.

"ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი ოცნების დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩაცხრილეს მანქანაში კახეთში, სავარაუდოდ წინანდალში. ჩვენი ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილია. სიცოცხლით სავსე ქვეყანა", - წერს გვარამია.