ავტორი:

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი, ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი, ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი, ირაკლი გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი გვარამიას კოვიდი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსს კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი - ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.

მათივე ცნობით, კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს გარდაიცვალა.

ის 43 წლის იყო. უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს.

დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.