ავტორი:

ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

თბილისის მერიის ინფორმაიცით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.

კერძოდ, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.

შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი №6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ).