ავტორი:

"გაუმარჯოს სიცოცხლეს! თამუნა ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ვიყავი, გვერდით მომიწვინა და მიბრძანა..." - რას წერს ინეზა კოპალეიშვილი, რომელმაც კორონავირუსი 33-დღიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა

"გაუმარჯოს სიცოცხლეს! თამუნა ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ვიყავი, გვერდით მომიწვინა და მიბრძანა..." - რას წერს ინეზა კოპალეიშვილი, რომელმაც კორონავირუსი 33-დღიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა

ინეზა კოპალეიშვილმა, რომელიც კორონავირუსს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში 33 დღე ებრძოდა, ვირუსი დაამარცხა. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განვლილი დღეების ემოციებს გვიზიარებს. ინეზა კოპალეიშვილთან ერთად რეანიმაციაში იმყოფებოდა საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საავადმყოფოში არსებული ვითარების შესახებ პოსტებს ხშირად აქვეყნებდა. კორონავირუსი თამუნა თანდაშვილმაც დაამარცხა. ისინი საავადმყოფოს უახლოეს დღეებში დატოვებენ. თამუნას და ინეზას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები მათ გასამხნევებლად ვიდეოებს აქვეყნებდნენ.

"2021 წლის 17 აგვისტო. 33-ე დღე

33 დღეა სავადმყოფოში ვარ - კოვიდ-19

ჯოჯოხეთი გავიარე, წუთითაც კი და "ზმეიკიანი" პარკის კანდიდატი ვიყავი. თავთან მელაგა გორა.

გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს, ბედნიერი დედა და ბებია ვარ, მყავს შესანიშნავი შვილები, შვილიშვილები, მეგობრები. ყველას წინაშე ქედს ვიხრი. ჩემს ნათესაობას, ვისაც ჩემმა ამბავმა ტორნადოსავით გადავუარე.

ქართველებო, ეს ომი უნდა მოვიგოთ, მისაბაძები გავხდეთ მსოფლიოსთვის. ჩვენი პატიოსნებით, წესრიგით, ღმერთის ღრმა რწმენით. ვასწავლოთ და ვისწავლით სიყვარულს. პატარ-პატარა დღესასწაულები მოვუწყოთ. სტიმული მივცეთ. ყველაფერი კარგად იქნება.

21-ე საუკუნე დაიწყო, თავისი გამოწვევებით. უნდა შეგვეხოს. დავხვდეთ სწორად პანიკის გარეშე. წავა ბოლოს კოვიდი.

თამუნა... ჩემი დიდი შენაძენი, ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ქალი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ და თამუნა გვერდით მომიწვინა და მიბრძანა, კეთილი ინებე, გამოფხიზლდი და ბავშვს მიხედე, ჰოდა... ეხლა წამოვდგები და ისეთს შემოვულაწუნებ-თქო, გულში ჩავიკარი. ჩემი ოქროს გოგო, განათლებული, დახვეწილი, საინტერესო. ჩვენ არ ვუხსნით ერთმანეთს ეს უნდა აკეთო, როგორებიც ვართ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. არასოდეს გავუშვებთ ხელს.

მამაო - ჩვენი რეანიმაციის მფარველი. მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის წინანძღვარი - ხვიჩა ცაავა. კარებთან იწვა, მთელი დღე ლოცულობდა, უსაყვარლსი ადამიანი. ესეც ხომ სასწაულია.

თამუნა, ინეზა და მამაო.... არ ვიცი, ჩემი 33 დღე მართლაც სასწაული გაცისკროვნებულია. სიტყვა "ვაი" არ მითქვამს, ვაკონტროლებდი ჰაი ჰაი კორონა! ფეირვერკი ჩვენია.... ჩემო კარგო ქვეყანა, არ მოიწყინო, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენთან არს ღმერთი!" - წერს ინეზა კოპალეიშვილი.