ავტორი:

"დღეს კლინიკაში მკურნალობს 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული" - როგორია აცრილების კლინიკაში მოხვედრის მაჩვენებელი

"დღეს კლინიკაში მკურნალობს 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული" - როგორია აცრილების კლინიკაში მოხვედრის მაჩვენებელი

ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციაა.

„მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ 1, ან 2 დოზით აცრილი. ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85% ხოლო ორი დოზის პაციენტებში - 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია.

მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე”, - განაცხადა ტიკარაძემ.