Facebook ადასტურებს, რომ თალიბანთან დაკავშირებულ კონტენტს დაბლოკავს.
Facebook-ი აცხადებს, რომ “თალიბანს“ და მასთან დაკავშირებულ ყველა შინაარსის მხარდამჭერ კონტენტს, მის პლატფორმებზე დაბლოკავს, რადგან ის ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
კომპანიის განცხადებით, მას ჰყავს ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რათა კონტენტს თვალყური ადევნონ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.
“თალიბანი“ აშშ - ის კანონმდებლობით, სანქცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რის გამოც ჩვენი სერვისების გამოყენება მათ ავუკრძალეთ. ის საშიში ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი. ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას და პრეზენტაციას".
ასევე გვყავს ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და იციან ადგილობრივი კონტექსტი, რაც გვეხმარება გამოვავლინოთ პლატფორმაზე წამოჭრილი საკითხები“, - განუცხადა BBC- ს "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.
სოციალური მედიის გიგანტის განცხადებით, იგი ითვალისწინებს "საერთაშორისო საზოგადოების სანდოობის" პრიციპებს და გადაწყვეტილებებს ამ კრიტერიუმებით იღებს.
Facebook -მა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკა ვრცელდება მის ყველა პლატფორმაზე, მათ შორის მის ფლაგმანურ სოციალურ ქსელებზე: Instagram- სა და WhatsApp- ზე. თუმცა, არსებობს ცნობები, რომ თალიბები კომუნიკაციისთვის WhatsApp - ის გამოყენებას მაინც ახერხებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ათასი მიმდევრის ინფორმირებისთვის, ავღანეთზე კონტროლის აღებისას, “თალიბანმა“ Twitter გამოიყენა.
თავად Twitter - ის წარმომადგენლის განცხადებით, პლატფორმა არ გააშუქებს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს ან ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე და ამ მიმართულებით პოზიციების გადახედვა იგეგმება. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა