რუსთავში კორონავირუსით 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ზურა მესხი ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ახალგაზრდა კაცი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ზურა მესხი წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა და მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ბოლო წლებში კი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
"მეგონა ვერაფერი მოგერეოდა, ჩემი "კრასავჩიკი“ ძმა. გასკდა გული, როგორ უნდა მივეჩვიოთ უშენობას. როგორ ვეხუმრებით კოვიდს და საუკეთესო ადამიანებს გვართმევს...“ - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 47 ადამიანი გარდაიცვალა.