ავტორი:

"ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია" - გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე - გამსახურდიას და მისი მხარდამჭერების აქციაზე განცხადებას ავრცელებს

"ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია" - გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე - გამსახურდიას და მისი მხარდამჭერების აქციაზე განცხადებას ავრცელებს

მანანა არჩვაძე - გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი აქციას მართავენ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და მოითხოვენ მათგან დახმარებას იმაში, რომ მიეცეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საშუალება, შვილის - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მათი განცხადებით, აღნიშნულში მას ხელს უშლის ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური.

ამის თაობაზე გიორგი გამსახურდია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა, რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებს.

ჩემი ძმა მეუღლესთან, ანისთან ერთად, 2 კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ. ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია".