ავტორი:

"თალიბანი" ქალებს მთავრობაში იწვევს

"თალიბანი" ქალებს მთავრობაში იწვევს

„თალიბანი“ ქალებს მოუწოდებს, მთავრობის მუშაობას შეუერთდნენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "თალიბებმა" მთავრობის წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით „ამნისტია“ გამოაცხადეს.

გამოცემა „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ „თალიბებს“ სურთ, თავიანთი თავი უფრო ზომიერ მმართველებად წარმოადგინონ, ვიდრე 90-იან წლების ბოლოს იყვნენ, როდესაც ქვეყანაში სასტიკი მმართველობა დააწესეს, თუმცა ბევრი ავღანელი სკეპტიკურადაა განწყობილი. უფროს თაობას ახსოვს „თალიბანის“ ულტრაკონსერვატიული ისლამური შეხედულებები, რომელიც ითვალისწინებდა ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, ჩაქოლვას, ამპუტაციას და საჯაროდ სიკვდილით დასჯას.