ავტორი:

"ბებიამ დიზინტერია მოიგონა, რომ ბავშვები რუსეთში არ დაქსაქსულიყვნენ... ამ რისკზე სიცოცხლის ფასად წავიდა" - ქართველი პედიატრი ქალის გმირობის ამბავი

"ბებიამ დიზინტერია მოიგონა, რომ ბავშვები რუსეთში არ დაქსაქსულიყვნენ... ამ რისკზე სიცოცხლის ფასად წავიდა" - ქართველი პედიატრი ქალის გმირობის ამბავი

მარიამ უგრელიძე ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალია საქართველოში და ქართული პედიატრიის ფუძემდებლად მიიჩნევა. ამ ადამიანის ბიოგრაფიაში ბევრი საამაყო ფურცელია, თუმცა არის უსიამოვნო ეპიზოდიც, როცა პეტერბურგში სამედიცინო განათლების მისაღებად წასულს, რუსეთში 1905 წლის რევოლუციამ მოუსწრო.

ქართველი სტუდენტი დაჭრილ მუშებს ქუჩებში დახმარებას უწევდა, რის გამოც 1906 წელს დააპატიმრეს... პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მარიამს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუკრძალეს, თუმცა მალე უცხოეთში წასვლის საშუალება მიეცა. საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და 1909 წელს სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში, ლოზანაში გაემგზავრა.

საზღვარგარეთ განათლებამიღებულს რუსეთში ექიმობის უფლება არ ჰქონდა, რადგან მეფისდროინდელი რუსეთის კანონი ამას კრძალავდა. დიდი შრომის შედეგად მარიამმა მაინც მოახერხა პრაქტიკის გავლა, ექიმის რუსული დიპლომი აიღო და მიმართულებაც შეიცვალა - პედიატრი, გახდა.

მისი საინტერესო სამედიცინო კარიერის განმავლობაში ერთი საოცარი ამბავი მოხდა, რაც 1937 წლის რეპრესიების პერიოდს უკავშირდება.

ექიმის სახლში ერთ საღამოს სატელეფონო ზარი გაისმა, რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა, რომელმაც მარიამ უგრელიძეს შეატყობინა, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში იდგა ვაგონი, რომელიც სავსე იყო რეპრესირებული ოჯახებიდან გამოყვანილი ბავშვებით და ისინი რუსეთში მიჰყავდათ...

მარიამი რკინიგზის სადგურში შუაღამისას წავიდა, სადგურის უფროსთან შევიდა და უთხრა, რომ ბავშვები დიზენტერიით იყვნენ დაავადებულები და მათი ტრანსპორტირება, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არ შეიძლებოდა. სადგურის უფროსმა თავიდან უარი განაცხადა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. ამის შემდეგ სადგურის უფროსი დათანხმდა და იქვე გააფორმა დოკუმენტი. საბუთს ხელი მოაწერა იმხანად ცნობილმა ინფექციონისტმა ბესო ოქროპირიძემ, რომელმაც მარიამ უგრელიძის მოსაზრება გაამყარა - მისი ხელმოწერა ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო.

როცა მარიამის მოთხოვნით, ვაგონის კარი გააღეს, შიგ ათობით ერთმანეთზე აკრული, ნამტირალევი, შეშინებული ბავშვი დახვდათ, რომლებმაც არ იცოდნენ, მათ თავს რა ხდებოდა და მაშინ ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ სამუდამოდ დაკარგვას და ზოგიერთი ალბათ, სიკვდილსაც იმ ღამეს ერთმა ქალმა გადაარჩინათ.

მარიამ უგრელიძისა და ბესო ოქროპირიძის საქციელი იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო, ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, ექიმებს პასუხს სიცოცხლით აგებინებდნენ.

ბებიის გმირობის შესახებ მისგან არასდროს მოუსმენია მარიამ უგრელიძის შვილიშვილს, ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას, რომელიც წინაპრის შესახებ allnews.ge-ს უყვება:

"ბებიას ჩვენთან ამაზე არასდროს უსაუბრია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი... მე და დედა ერთხელ ვერაზე მივდიოდით და აფთიაქთან დავინახეთ, ჩვენსკენ ქალბატონი გამოემართა, ძალიან ემოციურად მოგვიახლოვდა და დაუწყო დედას საუბარი. საკმაოდ პატარა ვიყავი და რას ელაპარაკებოდა, დიდად ვერ მივხვდი და გავარკვიე...წაიკითხეთ სრულად